საქართველოს დაქუცმაცების კიდევ ერთი მცდელობა

გუშინ, გაიმართა შეხვედრა იმ ქართველ ბლოგერებთან, რომლებიც წერენ რუსულ ენაზე. ბევრი მათგანი ცხოვრობს რუსეთში, ან წარსულში ცხოვრობდა, შესაბამისად აქვთ ძალიან ბევრი კონტაქტები და ცხადია თვითონაც ბევრ ინფორმაციას ფლობენ. გუშინ, ერთ-ერთმა ბლოგერმა გვაცნობა, რომ რუსეთში არც თუ ისე ახლ წარსულში დაიწყო კიდევ ერთი ანტი-ქართული კამპანია. კერზოდ, რუსული პასპორტების ეროვნების გრაფაში იწერება შემდეგი: грузин(картвел), мегрел, аджарец, сван  და ა.შ.

აქვე მოგახსენებთ, რომ შეგიძლიათ შებრძანდეთ რუსულ ვიკიპედიაში და იხილოთ სტატია Грузия – სადაც ქვეთავში Грузинские этносы იხილავთ მეტად საინტერესო ჩანაწერებს.

რუსული პასპორტების შესახებ ზუსტი მასალის მოპოვებაზე ვმუშაობ და იმედი მაქვს მალე ვიშოვი დამადასტურებელ ფაქტებს და ვიზუალურ მასალას.

Posted in ანტი-ქართული | Tagged | 1 კომენტარი

რუსეთის ძლევამოსილი მილიცია (ფოტო მასალა)

რუსეთის მილიცია ისეთ დონეზეა, როგორზეც ქართული პოლიცია იყო რამდენიმე წლის წინ. თუ კონტიგენტს კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ ძირითადად ე.წ. “ნეუდაჩნიკები” ირჩევენ მილიციელის პროფესიას – ზუსტად ისევე როგორც საქართველოში იყო, ჩვენთან ხელმოცარულ და უნიჭო ადამიანებთან ერთად არშემდგარი ძველიბიჭები ეწერებოდნენ “საძაღლეთში.” აქ სიტუაცია შეიცვალა – რუსეთში?

Continue reading

Posted in მილიცია, ფოტო | 1 კომენტარი

”ოტკა”

სიმბოლურია თუ სტერეოტიპული არ ვიცი, მაგრამ პირველ პოსტს ალკოჰოლიზმის შესახებ გავაკეთებ,რომელშიც ძირითადად ვიზუალურ მასალას შემოგთავაზებთ მცირე კომენტარებით. პირველი ყოველთვის ჭირს, ჰოდა, დასაწყისისთვის გამოდგება. შემდგომში ვეცდები, უფრო სერიოზული მასალა მოვიძიო და ის დავდო ხოლმე – სხვადასხვა კვლევები, ანალიტიკური სტატიები (თარგმანი რა თქმა უნდა), ვიდეოები და ა.შ. მოკლედ, გპირებით, რომ არ მოგაწყნეთ და ბოლომდე დაგინგრევთ ილუზიებსა და სტერეოტიპებს რუსეთის ძლევამოსილების შესახებ.

მაშ ასე, დავიწყოთ:

განცხადება: ყოველთვის ფხიზელი მტვირთავები

”საოჯახო მაღაზია”

პატიოსანი კაცი

რუსეთის ძლევამოსილი მილიცია

რუსეთის ძლევამოსილი მილიცია 2: მძინარე მზეთუნახავის დაბრუნება

Posted in ალკოჰოლიზმი, ფოტო | Tagged , , , | 3 Comments